25 წელი მკაცრი კოლონიის ციხეში - ესაა განაჩენი, რომელსაც პუტინის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, ვლადიმერ კარა-მურზას გამოუტანეს. პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი რეჟიმის ყველა ბრალდებას უარყოფს. "მე ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რომელიც აქამდე მითქვამს და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე", - თქვა კარა-მურზამ სასამართლოზე, დასკვნით სიტყვაში.