![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მეორე ხეივნის, კრწანისის, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.