თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის, ჩხიკვაძის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ქსნის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქსნის, ჟინვალის, ლიახვის, ჩარგლის, შენგელიას და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუჯარეთის, იორის, თამაზ პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დავით ხელთუფლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.