ნაციონალური მოძრაობა დღეს 20:00 საათზე პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თანახმად, ყრილობის ელემენტიც ექნება, სადაც პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის საკითხზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
დღესვე ნაციონალური მოძრაობა გამართავს სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად დაარსებული ახალი პოლიტიკური პლატფორმის - გამარჯვების კოალიციის პრეზენტაციას. ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი ხდება, რომ პლატფორმას ახალი სახეები შეუერთდებიან, კერძოდ:
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გოგავას სოფო ჯაფარიძე შეცვლის.
ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე იქნება ახალი ლოგო, დევიზი და დამატებითი დეტალები 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
"ის რაც შემიძლია გითხრათ 8 საათამდე, როდესაც გვექნება ჩვენი პრეზენტაცია, რომელსაც ასევე ექნება ყრილობის კომპონენტი, სადაც გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარია, მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, იმიტომ რომ ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ", - თქვა თინა ბოკუჩავამ.