ვინ დაიბარა ქართულმა ოცნებამ Facebook-ის პოსტების გამო სასამართლოში ხვალ - სია

ვინ დაიბარა ქართულმა ოცნებამ Facebook-ის პოსტების გამო სასამართლოში ხვალ - სია

ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო.

ქართული ოცნების წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფას ედავებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივიან.

სასამართლოში დაბარებულები არიან:

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე.

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის.

ჟურნალისტი ვიკა ბუკია. ასევე მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე.

აქტივისტი ანა სუბელიანი. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის "შეურაცხყოფის" საბაბით.

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი - სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკაინის შეურაცხყოფის მიზეზით.

ტაბულა წერს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლოში გამოცხადებას არ აპირებს, ოფიციალური საბუთის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზი. ის მიიჩნევს, რომ ტელეფონით შეუძლებელია იდენტიფიცირება ნამდვილად ოფიციალური პირი რეკავს, თუ რომელიმე პრანკერი.

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

გიორგი ტუმასიანი, რომელიც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი მარიამ ლაშხმა შეიტანა, სოციალურ ქსელში მისი "სამშობლოს მოღალატედ" და "თანამედროვე ბოლშევიკად" მოხსენიებისთვის.

ხვალ სასამართლოში ასევე დაბარებულები არიან:

აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი

საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

სასამართლოში დაბარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც.

ასევე, გიგა მაქარაშვილი:

ქეთი მოლაშვილი: