არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული ოცნების ყულაბა სულ უფრო ივსება - ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობა კი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებს შორის აქტუალური ხდება. შარშან ქართულ ოცნებას 8 მილიონ ნახევარი შესწირეს, ამ მონაცემით ოლიგარქის პარტია ლიდერობს. შემწირველები, როგორც წესი, მსხვილ სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.