ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრის პრესმდივანმა გაავრცელა.
დონალდ ტრამპთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, ორბანი აშშ-ში არ გაემგზავრება. უნგრეთის პრემიერმინისტრი იმ დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.
ორბანი, ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე, მიწვეული იყო ვაშინგტონში 20 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, სხვა მემარჯვენე მსოფლიო ლიდერებთან ერთად.
5 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, ვიქტორ ორბანმა X-ზე ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა და ტრამპის ლამაზი გამარჯვება უწოდა.