შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტონტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მიზეზად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ თოვასა და დაბალ ტემპერატურას ასახელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისთვის.
მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.