ვერის ბაღის მიმდებარედ 2 პირი დაჭრეს

ვერის ბაღის მიმდებარედ 2 პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარედ 2 პირი დაჭრეს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე 2004 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ გ.ვ-ს და 2006 წელს დაბადებულ ს.ვ-ს. მომხდარის შემდგომ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.