გაფიცვას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებიც უერთდებიან. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რუსთაველზე მიმდინარეობს და გაფიცვას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს.
გარდა ამისა, სტუდენტები აქციაზე დაკავებული ჯიპას სტუდენტის გიორგი ჟღენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
"ჩვენ, ჯიპას სტუდენტები ვუერთდებით ინიციატივას სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ვთვლით, რომ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების გარშემო, არის არაბუნებრივი. ვიწყებთ გაფიცვას - არ დავბრუნდებით და ვერ დავბრუნდებით აუდიტორიებში მანამ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ და ქვეყანას არ დააბრუნებენ იმ კალაპოტში, რომლითაც მივუახლოვდეთ ევროპულ მომავალს, ჩვენი გზის ბოლო არის ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველო. ჩვენი მომავალი არის ევროპა, წინ ევროპისკენ. ახლა მთავარ გამოცდას ვატარებთ რუსთაველზე"- აცხადებენ სტუდენტები.