ვენისლავკსი: უკრაინა მაშინ დაიწყებს შეტევას, როდესაც ყველაზე მოულოდნელი იქნება მტრისთვის

ჩვენთვის ამოცანები უცვლელია ომის პირველივე დღიდან - სრული დეოკუპაცია ყველა ოკუპირებული ტერიტორიის. რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას ჩვენი შეტევითი მოქმედებისას გაზაფხულ-ზაფხულის საომარი მოქმედებების დროს ან მივაღწევთ შუალედურ წარმატებას, ეს გახდება ცნობილი უახლოეს ხანებში, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ყველა ტერიტორიის გათავისუფლება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, გახლავთ ის ამოცანა, რამაც გააერთიანა მთელი უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი შეტევა იქნება მასშტაბური, იგი ძალიან ბევრ ნაწილზეა დამოკიდებული, მაგრამ ის იქნება სიურპრიზი როგორც რუსული საოკუპაციო ძალებისთვის, ბევრი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ შესაბამისი შეიარაღების მოწოდებას, მაგრამ უკრაინა მაშინ დაიწყებს შეტევას, როდესაც ეს იქნება ყველაზე უფრო მოულოდნელი მტრისთვის და მოიტანს ყველაზე უფრო დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში ჩვენ ამ ყველაფერს დავინახავთ.

განაცხადა რადას თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ფიოდორ ვენისლავსკიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.