საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.
აფეთქება გუშინ, 15 იანვარს მოხდა.
"პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.
ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.