ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.