თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დილის საათებში, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან მოხდა.
ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საავტომობილო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.