ვგმობ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას. ყველა ძალადობას, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხორციელდება, ჰყავს ერთი ავტორი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის სისტემა. ძალადობა არის სისუსტე, რადგან მას არ შეუძლია ლეგიტიმური საშუალებებით ძალაუფლების შენარჩუნება. პროტესტი და ბრძოლა ბოლომდე. ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს!
წერს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. გვიან ღამით ბათუმში სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეს.