ჩვენ, გამარჯვების კოალიციის წევრები, სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ანუ, ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ ვალებს, იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომლებიც მათ დღეს აქვთ. ვალების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 400 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს არის ჭარბი თანხა და ყველაზე სწორი იქნება ის პენსიონერებს მოხმარდეს. ასობით ათას მათგანს, რომელთაც დღეს, სამწუხაროდ, კაბალური პირობებით აქვთ ვალი აღებული ლიბერთი ბანკიდან.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.