მძიმე ნარკოტიკები უკვე ყველგან ყველაზე დიდი პრობლემაა. სად ხდება მსგავსი ნარკოდანაშაული? იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა წილში არიან. პირდაპირ ვამბობ, ამ ნარკოტრაფიკის წილში ქოცები არიან. როგორც კი მათ მოვაშორებთ, ეს ნარკომანია ქვეყანაში დასრულდება.
ჩაუჯდნენ წილში, ანადგურებენ ახალგაზრდა თაობას, წამლით მოსპეს რეგიონები - ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე: შსს, სუსი, პროკურატურა. ამიტომ აღმოაჩინეს ბულგარეთში საქართველოდან გატანილი ამხელა ნარკოტიკული ნივთიერებები.
განაცხადა კოალიცია ერთიანობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფაქტზე, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ბულგარეთში საქართველოს გავლით მოხვდა.