ქართული ოცნება ისეთ პანიკაშია, რომ ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის ამერიკული საკონსუტაციო ჯგუფის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.
ბენი, რომელიც გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გაურკვეველი მიზეზით, სუს-ის დავალებით გააბრუნეს ქვეყნიდან.
ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არ აპირებს რეკომენდაციის გათვალისწინებას, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს.
ეს არის რუსული რეჟიმის რეპრესიების მცდელობა და პანიკა. მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების, რადგან იციან, რომ მათი რეჟიმის დასასრული სულ უფრო ახლოვდება!
წერს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე მათი კონსულტანტის, ბრიტანეტის მოქალაქე ბენ მალეტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით.