გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, თუ რა დონეზე გახრწნილია სისტემა - გახრწნილების პიკი, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერმინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, არ სცალია გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟში არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როცა ისინი შოვის ტრაგედიის დროს მძიმე ვითარებაში იყვნენ.
გახრწნილების პიკი, მართლა - მეგობრებო, ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა: ჭამეთ, ძარცვეთ ხალხი, მთავარია იყავით ჩემი ერთგულები და მთავარია, რუსული საქმე შეასრულოთ. აი, ეს არის შინაარსი იმის, რაც ვნახეთ.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს - ასე აფასებს ის TV პირველის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.