ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5 ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა, ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას აბსოლუტურად, საქართველოში.
არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობას ფონზე სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართული ოცნებაა ეს ძალა, უნდა ჩამოვირეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან. დადგა დრო, სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ, ქართული ოცნება არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს უნდა გავთავისუფლდეთ.
თქვა პოლიტიკური პლატფორმის წევრმა - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" გიორგი ვაშაძემ პლატფორმის პრეზენტაციაზე.
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები