
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში დააკავეს. პოლიციამ ის ჰელსიკორიდან აიყვანა.
პაატა ბურჭულაძე რამდენიმე საათის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, დაკავებულები არიან ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზობა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადებს სამინისტროში.