შსს-ს ცნობით, დაკავებულია პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

შსს-ს ცნობით, დაკავებულია პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

მანამდე კლინიკიდან აიყვანეს პაატა ბურჭულაძე, პარლამენტთან კი დააკავეს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა.

ხუთივე დაკავებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორია.

"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზობა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადებს სამინისტროში.