
პატიმრობაში მყოფი ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ერთიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანამ ოპოზიცია "გადაწყვეტილების მიღების წესზე არ შეთანხმდება, იქამდე სულ ამ საგიჟეთში იქნებიან".
ის ახსენებს მის მიერ ჩამოყალიბებულ 8-პუნქტიან გეგმას.
"4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8 პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე.
მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8 პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.
მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ - არის მცდარი მიდგომა. 8 პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი - პარიტეტული საბჭო უმრავლესბით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილბებეის მიღებაში", - წერს გიორგი ვაშაძე.