
ვარშავაში ქართველთა ჯგუფს შორის დაპირისპირების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია და ვარშავის პოლიცია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 31 წლის ქართველი კაცი საავადმყოფოში, მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.
გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში რვა ადამიანი მონაწილეობდა. პოლონეთის სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით სამი ქართველი დააკავეს.