
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 5 ავტომანქანა.
ადგილობრივების თანახმად, მიკროავტობუსს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, რომელმაც სხვა არასრულწლოვანებთან ერთად ის გაიტაცა და დაძრა, რასაც მალევე შეჯახება მოჰყვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.