ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა

ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა

ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა.

ორშაბათს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც ხიდები ჩაინგრა, ქალაქები ტალახით დაიფარა, ხოლო დასახლებული პუნქტები წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მედიის ცნობით, სამძებრო ოპერაციისას, სამი დღის შემდეგ მანქანაში ცოცხალი ქალი იპოვეს, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩართულია 1700 ჯარისკაცი.

ესპანეთის პრემიერმინისტრის ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. მოსახლეობა ხელისუფლებას წყალდიდობაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს.