თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციის, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დამატებით დეტალებს არკვევს.