ჯორჯიანუოთერენდფაუერის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც ვაკის ნაწილს 30 საათით წყალმომარაგება შეუწყდება.
მათვე ცნობით, წყალმომარაგება 27 ივლისს 12:00 საათიდან 28 ივლისის 18:00 საათამდე შეიზღუდება.
შეზღუდვები შეეხება ვაკის რაიონში: შევარდენიძის, კარტოზიას, ს.ცინცაძის ქუჩა N44-60 (ლუწებს) N63-77 (კენტებს), საირმის გორა, ყაზბეგის გამზ N20, "მ2 კორპუსი", უნივერსიტეტის ქუჩა N2-18(ლუწებს) N1-11(კენტები), ლორთქიფანიძის, თამარაშვილის გამზ. სვანიძის, ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ.ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, წერეთლის ქუჩებს.