ვაკეში მოკლული კაცი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძეა

ვაკეში მოკლული კაცი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძეა

თბილისში, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დაღუპული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

სროლის დროს ჯანგველაძის თანმხლები პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

ფორმულას მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ დამნაშავე ჯანგველაძესა და მასთან ერთად მყოფ პირს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, შემდეგ აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა.

ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.