დანია საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისალოც განცხადებაშია აღნიშნული, კოპენჰაგენი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გასულმა წელმა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩო გაიხსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.