
თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დოკუმენტს "მაკულატურა" უწოდა.
იგი გამოსვლისას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რეზოლუციაში ამ საკითხის შესახებ არსებული ჩანაწერი აბსურდულია და მისი ძირითადი მიზანი მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის გამწვავებაა.
"რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით, ეს აბსურდული ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის გაკეთდა - როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი.
ამის ნათელი მაგალითია დღეს რადიკალური ოპოზიციის ქმედება. გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებდნენ. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ არ მოტყუვდეთ და შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ", - თქვა კალაძემ.
***
ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.
გარდა ამისა, მიღებულია რეზოლუციის შესწორება, რომელიც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთ-ერთი შესწორების ავტორი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი არის პოლიტიკური ჯგუფი "განაახლე", მეორესი კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
ანა ფოტიგას მიერ წარდგენილი შესწორება მოიცავს ორ პუნქტს:
პოლიტიკური ჯგუფის "განაახლე" შესწორება მოიცავს 3 პუნქტს:
თავდაპირველად, ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის 5 სამუშაო პროექტი იყო წარმოდგენილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა საერთო რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს.