პროკურატურის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სსსკ-ის 19,109-ე მუხლის პ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.