რუსეთზე დრონებით თავდასხმის გამო თურქმენეთის ავიახაზები მოსკოვში ფრენებს წყვეტს.
"მოსკოვის საჰაერო ზონაში შექმნილი ვითარების გამო და რისკების შეფასების საფუძველზე, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თურქმენეთის ავიახაზების ყველა ფრენა აშხაბადი-მოსკოვი-აშხაბადი შეჩერდება", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
მათი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვის ნაცვლად ქალაქ ყაზანში შეასრულებს.
მოსკოვში შენობებს დრონებით რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 30 ივლისს მოხდა.