ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ეს მისი მე-8 ვიზიტია კიევში.
"მალე გათბობის სეზონი [ზამთარი] დაიწყება, რუსეთი კი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მის მამაც ძალისხმევაში.
მე ჩამოვედი აქ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა. ზამთრისთვის მზადებიდან თავდაცვამდე, გაწევრიანებამდე და G7-ის კრედიტების პროგრესამდე", - წერს ურსულა ფონ ფერ ლაიენი X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.