საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა, რატი იონათამიშვილი კი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე.
საკადრო ცვლილებების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
პარლამენტის ვიცესპიკერის პოზიციაზე ოცნებაში ხმა ნინო წილოსანს დაუჭირეს. წილოსანი ჩაანაცვლებს ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა.
"ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცესპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ ირაკლი დაჩი ბერაიას კანდიდატურას"- თქვა მდინარაძემ.