
მესტიაში უკვე ოთხი დღეა, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. ადგილობრივების თქმით, დღის განმავლობაში, შუქი მხოლოდ დაახლოებით 15 წუთით ირთვება.
ამჟამად ზამთრის კურორტზე მიმდინარეობს Free-ride World Tour Pro ჩემპიონატი, რომელიც უცხოელ ათლეტებს მასპინძლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასტუმროებში გათბობა არ მუშაობს, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამის ზომებს არავინ იღებს.
"მეოთხე ღამეა, შუქი დღეში მხოლოდ 15 წუთით მოდის. მთელი ცენტრალური სისტემა გაიყინა და ყველაფრის თავიდან გაკეთება გვიწევს. აქ Free-ride World Tour იმართება, უამრავი ათლეტია ჩამოსული, თუმცა სრული უწესრიგობაა – ყველაფერი ჩაბნელებულია," – განუცხადა ფორმულას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც სასტუმროს ფლობს.