"უკვდავების გადაძახილი"- "აფხაზთა კრება" 26 სექტემბერს გმირთა მემორიალთან აქცია გამართავს

"უკვდავების გადაძახილი"- "აფხაზთა კრება" 26 სექტემბერს გმირთა მემორიალთან აქცია გამართავს

"უკვდავების გადაძახილი"- ამ სახელწოდებით 26 სექტემბერს 20:00 საათზე გმირთა მემორიალთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი პლატფორმა აფხაზთა კრებაა.

"პლატფორმა "აფხაზთა კრება" 26 სექტემბერს ვმართავთ აქციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.

უკვდავების გადაძახილი არის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის 26 სექტემბერს, იმ გმირების მოსახსენიებლად, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთ-საქართველოს ომებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. 26 სექტემბერს გმირთა მემორიალთან "აფხაზთა კრების" ორგანიზაციები და დამსწრე საზოგადოება პიროვნულად მოიხსენიებს სამშობლოსათვის თავდადებულებს, მოხდება ომებში დაღუპული გმირების სიის წაკითხვა.

აქცია გაიმართება 26 სექტემბერს 20:00 საათზე გმირთა მემორიალთან (გმირთა მოედანი), შემოგვიერთდით რათა ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავყოფას! დიდება გმირებს"- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.