უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 რუსული რაკეტა და 62 დრონი გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 რუსული რაკეტა და 62 დრონი გაანადგურა

ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 რუსული რაკეტა და 92 უპილოტო საფრენი აპარატიდან 62 გაანადგურა. მათივე ინფორმაციით, აქედან 26 დრონი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო დაცვის ძალების ცნობით, რუსულმა მხარემ უკრაინას X-59/69 და ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტია.

ოკუპანტებმა უკრაინას როსტოვის, ბელგოროდის, კურკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორელის, ასევე, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან შეუტიეს.

საავიაციო რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის, ნიკოლაევის, კიევის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხარკივის, ჟიტომირის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკოვის ოლქებში გაანადგურეს.

თავდასხმის მოგერიებაში ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.