ტავრიის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის წარმომადგენლის, ოლექსანდრ შტუპუნის განცხადებით, ავდეევკაში რუსული არმიის შეტევითი აქტივობა შემცირდა.
"ავდეევკას მახლობლად რუსული ჯარების აქტივობა გარკვეულწილად შემცირდა. ამასთან, რუსეთმა ტავრიის მიმართულებით 1 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა", - ამბობს ტავრიის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის წარმომადგენელი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები გადაჯგუფდნენ და ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს. ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის შეტევითი ოპერაციები ავდეევკაში წარუმატებელია და რუსული ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს.
უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 292 850 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.