უკრაინის თავდაცვა: უროჟაინოე რუსული ძალებისაგან გავათავისუფლეთ

უკრაინის თავდაცვა: უროჟაინოე რუსული ძალებისაგან გავათავისუფლეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე რუსი სამხედროებისაგან გაათავისუფლეს.

"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან გამაგრებულნი, შეტევა გრძელდება." - წერს მალიარი Telegram-ის საშუალებით.

ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში სასტიკი ბრძოლები გაიმართა უროჟაინოესა და სტომაიორსკეს გარშემო, რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 96 კილომეტრის დაშორებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალების მოქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.