უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსებს ბახმუტში მცირე წარმატება აქვთ, მაგრამ ქალაქის აღება არ შეუძლიათ.
"აგრესორი მთავარ შეტევას ერთდროულად ოთხი მიმართულებით ახორციელებს, ესენია: ლიმანი, ბახმუტი, მარინკა და ავდეევკა. ძირითადად ყველა მცდელობა წარუმატებელია. ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტზე კონტროლის დამყარებაზე, [რუსული ძალები] ცდილობენ ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ გადაადგილდნენ. ზოგიერთ რაიონში მათ მცირე წარმატება აქვთ, მაგრამ ქალაქის აღება არ შეუძლიათ. ქალაქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის თქმით, მტერი ასევე აწარმოებს შეტევით ოპერაციებს ავდეევკას რეგიონში, რათა ქალაქი ალყაში მოაქციოს და უკრაინულ ძალებს გადაადგილების საშუალება არ მისცენ. გარდა ამისა, ბრძოლა გრძელდება ბელოგოროვკასა და მარინკაში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების თქმით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ბახმუტის გარშემო პოზიციები აღადგინეს. თუმცა, რუსეთის ჯარებს ქალაქში მხოლოდ მცირე წარმატება აქვთ.