უკრაინის შეტევითი ოპერაცია

უკრაინის შეტევითი ოპერაცია

ხვალ უკრაინას გავლენიანი სტუმარი ეყოლება. უკრაინული მედიის ცნობით კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ელოდებიან. ხვალიდან ეყოლება ქვეყანას ახალი თავდაცვის მინისტრიც.

დასამტკიცებლად რადას პრეზიდენტმა რუსტემ უმეროვის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. უკრაინელი მეომრები აცხადებენ, რომ მინისტრის შეცვლა ბრძოლის ველზე გავლენას არ მოახდენს. არმია განაგრძობს შეტევით ოპერაციებს ორი მიმართულებით დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. მეომრები მტრის თავდაცვის პირველ და მეორე ხაზს შორის პოზიციებს აფართოებენ.