ISSA-ს კვლევის შედეგები ქვეყნის კურსსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ISSA-ს კვლევის შედეგები ქვეყნის კურსსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?", საქართველოს მასშტაბით პასუხები ასე გამოიყურება:

არასწორი მიმართულებით - 57.1%

სწორი მიმართულებით - 33%

არც ერთი - 6.6%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 3.3%

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე მეტად მაღალი ფასები და უმუშევრობა აწუხებს. თბილისის მოსახლეობა დამატებით, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას გამოკვეთს.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, საქართველოს ეკონომიკა ახლა ძლიერია, თუ სუსტი?", უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია.

ვლევის მეთოდოლოგია

კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.

კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა

შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი

მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

შერჩევა: ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.