პარტიული რეიტინგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ISSA-ს კვლევა

პარტიული რეიტინგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ISSA-ს კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, შაბათს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება, საქართველოს მასშტაბით, ალოკაციით:

  • ქართული ოცნება - 35.2%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 16.9%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 14.6%
  • ძლიერი საქართველო - ლელო - 13.4%
  • გახარია საქართველოსთვის - 12.4%

თბილისში კი, ალოკაციით:

  • ქართული ოცნება - 24.6%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 20.6%
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13.9%
  • ძლიერი საქართველო - ლელო - 14.2%
  • გახარია საქართველოსთვის - 17.2%

რას ფიქრობს მოსახლეობა თვითმმართველობის არჩევნებზე - ISSA-ს კვლევა

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.

კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა

შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი

მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ

შერჩევა: ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.