ისრაელი ირანში იარაღის საწარმოებთან მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი ირანში იარაღის საწარმოებთან მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის სამხედრო ძალებმა (IDF) ირანში იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს "სასწრაფო" ევაკუაციის გაფრთხილება გაუგზავნა, რაც შესაძლოა ახალ მოსალოდნელ იერიშებზე მიუთითებდეს.

"თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორიაზე და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის", - დაწერა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა X-ზე.

მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიაზეც, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უჭერდნენ მხარს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა ბრძანება და განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანის მაცხოვრებლებისთვის ევაკუაციის ინსტრუქციების გაცემა დაიწყეს.

***

13 ივნისს ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა და ბირთვულ სამიზნზეებს დაარტყა.იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია - "აღმავალი ლომი", რომელიც მისი თქმით, "გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება".

ირანმა ისრაელში საპასუხო 2-ფაზიანი იერიშის მიიტანა და ისრაელის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. IDF-ის თანახმად, 150-დან 9 რაკეტა ჩამოავარდა, რის შედეგადაც დაშავდა 15 ადამიანი.

იერიშის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.