უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო თავდასხმის ჯარების სარდლობის ცნობით, უკრაინელმა მედესანტებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს.

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ეს რუსეთის საზღვრის გარღვევის მეორე წარმატებული ოპერაციაა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლესიეს საჰაერო სადესანტო ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს, - წერს სარდლობა.

ჯერჯერობით უნობია, კონკრეტულად სად მოახერხეს უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.