უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რაიონში შეტევით ოპერაციებზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რაიონში შეტევით ოპერაციებზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რაიონში შეტევით ოპერაციებზე გადავიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

კურსკში შეტევით ოპერაციაზე საუბრობს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი ანდრეი კოვალენკოც და აღნიშნავს, რომ რუსები შეშფოთებულები არიან, რადგან მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდნენ.

კურსკის რაიონში რუსები ძალიან შეშფოთებულები არიან, მათ რამდენიმე მიმართულებით თავს დაესხნენ და ეს მოულოდნელი იყო"- წერს კოვალენკო.