უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების განადგურებას აგრძელებენ და ამასთან, სამხედრო ტექნიკას კარგავენ.
"თავდაცვის ძალები ფრონტზე რუსების განადგურებას აგრძელებენ. ჩვენი ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებით მოძრაობენ. მტერი სამხედრო აღჭურვილობას კარგავს. უკრაინა თავის ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს. მტერს არ აქვს შანსი. დიდება უკრაინელ გმირებს", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
დღეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთის რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყეს. მისი თქმით, პროგრესი ყველა ფრონტზე შეინიშნება.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.