უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
"ბახმუტის მიმართულება. უკრაინის თავდაცვის ძალები პროგრესირებენ და წინ მიიწევენ. მათ დააბრუნეს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სამ სექტორში განახორციელეს. ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალები თანდათან მტერს ასუსტებენ.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 232 810 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.