უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის ფლაგებზე წარმატებას მიაღწიეს.
"ჩვენი ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და ბახმუტის ფლანგებზე წარმატება აქვთ", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, ტყვედ დაქირავებულ ვაგნერთან ერთად. სამხედრო ტყვეს თქმით, ომში მონაწილეობის მთავარი სტიმული მატერიალური ინტერესი იყო. ის ელოდა, რომ დამხმარე კომპანიაში იქნებოდა, მაგრამ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
20 მაისს, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. უკრაინული მხარის თქმით, პრიგოჟინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.